понедельник, 16 июля 2018 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით,წარმოვადგინე ჩემი პროექტი და ვისაუბრე ამ პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე თითოელმა მასწავლებელმა ისაუბრა თავისი პროექტის შესახებ, განსაკუთრებით მომეწონა ქალბატონ დარეჯან კალმახელიძის პროექტი " წიგნი თუ კომპიუტერი" ასევე ქალბატონ ქეტევან ლოქაბიძის პროექტი  "საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეების ტრადიციები". ეს პროექტები არის მეტად აქტუალური. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და თანამედროვე სკოლაში მუშაობისთვის მეტად აუცილებელი.
ტრენინგი იყო ჩემთვის ძალიან მნიშველოვანი დავეუფლე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ვისწავლე პროექტის პორტფოლის შექმნა რომელიც ბლოგზე ავტვირთეთ, ეს გამომადგება საგაკვეთილო პროცესში.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ასეთი საინტერესო ტრენინგის წარმართვისთვის.

пятница, 13 июля 2018 г.

რტენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე უზომოდ დატვირთული გვქონდა.მეცადინეობა დავიწყეთ გამეორებით, შემდეგ კი ვიმუშავეთ ფასილიტაციის ნიმუშის შექმნაზე.
ამის შემდეგ შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, თითოეულს დავარქვით შესაბამისი სახელები.ამის შემდეგ გავეცანით თეორიულ მასალას, თუ როგორ ავტვირთოთ პროექტი ბლოგზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის .

вторник, 10 июля 2018 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. გავაკეთეთ  მოსწავლისპრეზენტაცია.გავეცანით შეფასების რუბრიკებს.გადავხედეთ გეგმის ნიმუშებს,რომლებიცდაგვეხმარება გეგმის სწორად შედგენაშიდღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

ყოველი ახალი ტრენინგი  პირადად ჩემთვის ბევრის მომტანია.

суббота, 7 июля 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით,მეცადინეობა დავიწყეთ მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაციით,შევისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები,ბლოგზე დავეწერეთ კომენტარები, შევქმენით მოსწავლის ბლოგი,მასში ჩავსვით სურათები,გავაკეთეთ ფონები.ვისწავლეთ გაჯეტის ჩასმა.დღე იყო ნაყოფიერი,მადლობა ქალბატონ ქეთის.

среда, 4 июля 2018 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან დატვირთული იყო.დღე გამეორებით დავიწყეთ,ვისწავლეთ ჩვენთვის მეტად საჭირო და გამოსაყენებელი საკითხი-შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა.ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმაზე და პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.

вторник, 3 июля 2018 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით,განვიხილეთ და განვსაზღვრეთ პროექტის გეგმა. ვისწავლეთ თუ როგორ დავწეროთ გეგმა სტანდატტის მიხედვით,რისი გადმოტანა და ჩასმაც  ვისწავლეთ ინტერნეტიდან.გავეცანით მიმართულების მიმცემ საკომუნიკაციო საკითხებს. დღემ ჩაიარა საინტერესოდ.მადლობას გიხდით ამისთვის.

воскресенье, 1 июля 2018 г.

ტრენინგის მეორე დღე

დღეს ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამოკითხვით,განვიხილეთ საშინაო დავალებები -პროექტები,გავეცანით პუბლიკაციის მომზადების წესებს,დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება,შევქმენით სარეკლამო ტიპის ბუკლეტი და მოვათავსე პროექტის მომზადების დამხმარე საქაღადეში და შევინახეთ drive-ში.

суббота, 30 июня 2018 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენერმა გაგვაცნო ტრენერის მიზანი,გავეცანით ინტელის გზამკვლევს ,გავეცანით რესურსების შაბლონს,დავათვალიერეთ სხვისი ნამუშევრები,ბოლოს შევქმენით ბლოგი.
ძალიან მომეწონა ახალი რესურსების შექმნაზე მუშაობა,რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში.